ტრენინგის მეცხრე დღე
გავიარე ინტელის სასწაავლო ტრენინგი .ტრენინგის თვითოეული დღე ბევრის მომცემი იყო დეტალურად განვიხილეთ თვითოეული მოდული. შევქმენით ბლოგები.
ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ პროექტი კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება. რეალურად პროექტი სასწავლო გეგმის დანამატია, აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს უვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები: თანამშრომლობის, გონივრული გადაწყვეტილებების მიღების,ინიციატივის გამოჩენის, კომპლექსური პრობლემის გადაჭრის,თვითმართვის და ეფექტური კომუნიკაციის უნარები ასევე მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიების შესატყვისი გამოყენებისა და ინფორმაციაზე წვდომის უნარი. შევისწავლეთ შეფასების სტრატეგიები. განვიხილეთ ერთმანეთის იდეები. ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორ ჩავრთოთ პროექტის მიმდინარეობაში სსმ მოსწავლეები
ტრენინგის თვითოეული დღე ჩემთვის საინთერესო იყო.მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს მუშაობაში.
მადლობა,,ამისთვის.
ნანი მასწავლებელო, საინტერესო იყო თქვენთან თანამშრომლობა. გისურვებთ წარმატებებს!
ReplyDelete